Description
ფილა „კრაკოული“ 60×60 სმ ზომით და 3 სმ სისქით წარმოადგენს პრემიუმ კლასის გადაწყვეტას ეზოსა და ფართო სივრცეების მოსაწყობად. აღნიშნული ფილა გამოირჩევა დახვეწილი, ოდნავ არათანაბარი ტექსტურით, რაც ზედაპირს უნიკალურ და ბუნებრივ იერს ანიჭებს. ფილა დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია მისი გამძლეობა, ცვეთამედეგობა და ამინდის პირობების მიმართ მაღალი მდგრადობა. ეს ფილა მარტივად ეწყობა და ქმნის ფართო, ერთიან და ელეგანტურ ზედაპირს, რაც მას საუკეთესო არჩევანად აქცევს როგორც კერძო ეზოებისთვის, ისე კომერციული სივრცეებისთვის.
ფილა საუკეთესო საშუალებაა ეზოების, ბაღის ბილიკების, სკვერების, ტროტუარების მოსაწყობად. იგი ხასიათდება სიმტკიცით, გამძლეობით, ვიზუალური ეფექტურობით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის უნარით. დანიშნულების მიხედვით ხდება მისი როგორც ვიზუალის, ასევე სისქის შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სქელია ფილა, მით უფრო გამძლეა და ამტანი სიმძიმეების მიმართ. 2.5 – 3 სმ-ს ფილა გამოიყენება მსუბუქი დატვირთვის დანიშნულების ადგილებში, სადაც მანქანა არ დადის, ხოლო ინტენსიური მოძრაობის გზებზე, ავტოსადგომებსა და სატვირთო ზონებში 8 -10 სმ-ს ფილას იყენებენ. ჩვენთან დამზადებული ფილა (მიუხედავად სისქისა) აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
✓ უძლებს დატვირთვას მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე;
✓ მდგრადია ცვეთის მიმართ (ნელა იცვითება ზედაპირი მექანიკური ხახუნის შედეგად);
✓ ყინვაგამძლეა (ბეტონის ზედაპირი ისე არის დამუშავებული, რომ გაუძლოს მრავალწლიან ყინვას და არ დაიბზაროს);
✓ ტენიანობის მიმართ მდგრადია (ფილების დაგების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფილაზე სისველე არ დარჩეს);
✓ არჩევანის მრავალფეროვნება ფორმების მიხედვით (მრავალფეროვანი გეომეტრიული ფიგურები საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი დიზაინისა და დეკორის მიხედვით შეარჩიოთ პროდუქტი);
✓ ფერების ფართო ასორტიმენტი (პიგმენტების ფართო ასორტიმენტი დაგეხმარებათ შექმნათ გარემო თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი დიზაინით).

