Description
– პროდუქციის შეძენის შემთხვევაში რაოდენობის მიხედვით ისარგებლებთ 10% მდე ფასდაკლებით
კატალოგი
ფილა „კრაკოვული-ფიგურული“ 3 სმ არის დეკორატიული მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმითა და გამორჩეული ვიზუალური ეფექტით. ეს ფილა იდეალურად გამოიყენება ბაღების, ბილიკებისა და მსუბუქი დატვირთვის გარე სივრცეების მოსაწყობად.ფილა „კრაკოვული-ფიგურული“ ქმნის საინტერესო და განსხვავებულ დაგების დიზაინს, რაც სივრცეს ანიჭებს უნიკალურ და ესთეტიკურ იერსახეს. მისი ფიგურული ფორმა საშუალებას იძლევა შეიქმნას ორიგინალური და თვალშისაცემი კომპოზიციები.ზომა 29×29 სმ და სისქე 3 სმ ამ ფილას აძლევს პრაქტიკულობასა და დეკორატიულ ფუნქციას. ფილა „კრაკოვული-ფიგურული“ იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გამორჩეულ დიზაინსა და ესთეტიკას გარე სივრცეებისთვის.
ფილა საუკეთესო საშუალებაა ეზოების, ბაღის ბილიკების, სკვერების, ტროტუარების მოსაწყობად. იგი ხასიათდება სიმტკიცით, გამძლეობით, ვიზუალური ეფექტურობით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის უნარით. დანიშნულების მიხედვით ხდება მისი როგორც ვიზუალის, ასევე სისქის შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სქელია ფილა, მით უფრო გამძლეა და ამტანი სიმძიმეების მიმართ. 2.5 – 3 სმ-ს ფილა გამოიყენება მსუბუქი დატვირთვის დანიშნულების ადგილებში, სადაც მანქანა არ დადის, ხოლო ინტენსიური მოძრაობის გზებზე, ავტოსადგომებსა და სატვირთო ზონებში 8 -10 სმ-ს ფილას იყენებენ. ჩვენთან დამზადებული ფილა (მიუხედავად სისქისა) აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
✓ უძლებს დატვირთვას მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე;
✓ მდგრადია ცვეთის მიმართ (ნელა იცვითება ზედაპირი მექანიკური ხახუნის შედეგად);
✓ ყინვაგამძლეა (ბეტონის ზედაპირი ისე არის დამუშავებული, რომ გაუძლოს მრავალწლიან ყინვას და არ დაიბზაროს);
✓ ტენიანობის მიმართ მდგრადია (ფილების დაგების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფილაზე სისველე არ დარჩეს);
✓ არჩევანის მრავალფეროვნება ფორმების მიხედვით (მრავალფეროვანი გეომეტრიული ფიგურები საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი დიზაინისა და დეკორის მიხედვით შეარჩიოთ პროდუქტი);
✓ ფერების ფართო ასორტიმენტი (პიგმენტების ფართო ასორტიმენტი დაგეხმარებათ შექმნათ გარემო თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი დიზაინით).

