Description
ფილა „ლენდჰაუსი“ 6 სმ არის თანამედროვე და ელეგანტური მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ბუნებრივი ვიზუალური ეფექტით. ეს ფილა იდეალურად გამოიყენება ეზოების, ბილიკებისა და ტერასების მოსაწყობად.ფილა „ლენდჰაუსი“ წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის კომბინაციით, რაც ქმნის საინტერესო და დინამიკურ დაგების სტილს. მისი ზომებია: 24×16 სმ, 16×16 სმ და 8×16 სმ — ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა შეიქმნას უნიკალური დიზაინი და ბუნებრივი ქვის იერსახე. ფილა მარტივად ერწყმის სხვადასხვა არქიტექტურულ გარემოს. ფილა „ლენდჰაუსი“ 6 სმ სისქით უზრუნველყოფს მაღალ გამძლეობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას მძიმე დატვირთვის პირობებშიც. ფილა ინარჩუნებს ფორმასა და ესთეტიკურ იერს წლების განმავლობაში, რაც მას პრაქტიკულ და უნივერსალურ არჩევანად აქცევს.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.


