Description
| რაოდენობა 1 პადონზე | პადონის წონა (კგ) | პადონის ტიპი | სიმაღლე სმ. | 1 ცალის წონა (კგ) | რაოდენობა 1 რიგზე (კვ.მ-ცალი-მეტრი) | რიგის რაოდენობა პადონზე |
|---|---|---|---|---|---|---|
| 13,2 კვ.მ | 1590 კგ. | 120X100 | 5.0 სმ. | 1.3 – 1.72 – 2.44 კგ. | 1,2 | 11 |
ფილა პიაცა შექმნილია გარე სივრცისთვის , სადაც სილამაზე და გამძლეობა თანაბრად მნიშვნელოვანია . ფილა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით , ამინდისა და ყინვის მიმართ გამძლეობით . შედგება ოთხი ფორმატისგან , რომელთა მარტივი ფორმები საშუალებას გაძლევთ შექმნათ დახვეწილი ზედაპირი . ფილის სისქე იძლევა საშუალებას, გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ზონებში, არამედ სატრანსპორტო დატვირთვის მქონე სივრცეებშიც.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.




