Description
ბორდიური საბორტე 100 სმ სიგრძით, 22 სმ სიმაღლით და 7 სმ სისქით წარმოადგენს გამძლე და პრაქტიკულ ელემენტს გზების, ტროტუარებისა და ეზოს ზონების მოსაწყობად. აღნიშნული ბორდიური გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და სტაბილური ფორმით, რაც უზრუნველყოფს საფარის გამიჯვნას და ტერიტორიის მოწესრიგებულ ორგანიზებას. ბორდიური დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, რის შედეგადაც იგი მდგრადია ამინდის პირობებისა და მექანიკური დატვირთვის მიმართ. ეს ბორდიური მარტივად მონტაჟდება და იდეალურად ერწყმის სხვადასხვა ლანდშაფტურ და ურბანულ დიზაინს, ხოლო სივრცეს აძლევს დასრულებულ და ესთეტიკურ იერს.
ბორდიური და სანიაღვრე
ეზოს, ტროტუარის თუ გზის მოპირკეთებისას მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების სწორად განსაზღვრა. იგი მხოლოდ ვიზუალურ ეფექტურობას კი არ განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს საფარის გამძლეობასა და წყლის ეფექტურ მოცილებას. ჩვენთან დამზადებული ბორდიურები გამოირჩევა:
✓ გამძლეობით (უძლებს ყინვას, ტენიანობასა და მექანიკურ დატვირთვას);
✓ გეომეტრიული სიზუსტით (ბორდიურის სწორი კიდეები ადვილად ინსტალირდება და არ ტოვებს ღრიჭოებს).
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული ფილა ფერის მიხედვით შეესაბამებოდეს ბორდიურს, რაც ასევე გათალისწინებულია ჩვენთან მოსული მომხმარებლებისთვის.
სანიაღვრე არხების მთავარი მიზანია ზედაპირული წყლის სწრაფი მოცილება, რათა თავიდან ავიცილოთ გუბეები და ზედაპირის დაზიანება. ჩვენთან შეძენილი სანიაღვრეები გამოირჩევა
✓ ერთგვაროვნებით (ზედაპირზე არ უნდა იყოს ბზარები, სიცარიელეები, მსხვილი ფორები);
✓ კომპლექტაციით (სანიაღვრე არხს შერჩევისას მოჰყვება საჭირო კომპლექტაცია: საკეტი, კუთხოვანი გადამყვანი, დამხშობი).

