Description
ბორდიური ორმხრივი 50 სმ სიგრძით, 21 სმ სიმაღლით და 6 სმ სისქით წარმოადგენს გამძლე და ფუნქციურ ელემენტს ეზოს, ბილიკებისა და ტროტუარების მოსაწყობად. აღნიშნული ბორდიური გამოირჩევა ორმხრივი გამოყენების შესაძლებლობით, რაც მონტაჟის პროცესს უფრო მოქნილსა და პრაქტიკულს ხდის. ბორდიური დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია მისი სიმტკიცე, ამინდის პირობების მიმართ მდგრადობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია. ეს ბორდიური მარტივად მონტაჟდება და იდეალურად ერწყმის სხვადასხვა ლანდშაფტურ დიზაინს, ხოლო სივრცეს აძლევს მოწესრიგებულ და დასრულებულ იერს.
ბორდიური და სანიაღვრე
ეზოს, ტროტუარის თუ გზის მოპირკეთებისას მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების სწორად განსაზღვრა. იგი მხოლოდ ვიზუალურ ეფექტურობას კი არ განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს საფარის გამძლეობასა და წყლის ეფექტურ მოცილებას. ჩვენთან დამზადებული ბორდიურები გამოირჩევა:
✓ გამძლეობით (უძლებს ყინვას, ტენიანობასა და მექანიკურ დატვირთვას);
✓ გეომეტრიული სიზუსტით (ბორდიურის სწორი კიდეები ადვილად ინსტალირდება და არ ტოვებს ღრიჭოებს).
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული ფილა ფერის მიხედვით შეესაბამებოდეს ბორდიურს, რაც ასევე გათალისწინებულია ჩვენთან მოსული მომხმარებლებისთვის.
სანიაღვრე არხების მთავარი მიზანია ზედაპირული წყლის სწრაფი მოცილება, რათა თავიდან ავიცილოთ გუბეები და ზედაპირის დაზიანება. ჩვენთან შეძენილი სანიაღვრეები გამოირჩევა
✓ ერთგვაროვნებით (ზედაპირზე არ უნდა იყოს ბზარები, სიცარიელეები, მსხვილი ფორები);
✓ კომპლექტაციით (სანიაღვრე არხს შერჩევისას მოჰყვება საჭირო კომპლექტაცია: საკეტი, კუთხოვანი გადამყვანი, დამხშობი).

