Description
ღობისა და კოლონის (სვეტები) ქუდები
ღობისა და კოლონის ქუდები არამხოლოდ ასრულებს კონსტრუქციის ვიზუალურ გაფორმებას, არამედ იცავს მას ნალექისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბეტონის, აგურისა და ბლოკის ღობეებისთვის. ჩვენთან შეძენილი ღობისა და სვეტის ქუდები გამოირჩევა
✓ გამძლეობით (ბეტონის მასალა დამუშავების მიხედვით უზრუნველყოფს ტენიანობის ნაკლებ შეწოვას);
✓ ეფექტური წყალაცილებით (მისი ორფერდა, პირამიდული ზედაპირი უზრუნველყოფს წყლის ადვილად ჩამოიცილებას);
✓ ვიზუალური შეხამებით (მონოლითური ფერისთვის ქუდი შეირჩევა ღობის ფერში, ინდივიდუალური გემოვნებისთვის, ან არქიტექტურული მრავალფეროვნებისთვის, ასევე შესაძლებელია განსხვავებული ფერის ქუდის შერჩევა).
საფასადე ბლოკი, კოლონა, ქუდი
თუ გსურთ, რომ ღობე გაწყობილი იყოს მონოლითურად, შეარჩიეთ ბეტონის ბლოკი, კოლონა და ქუდი კომპლექტურად. ეს არის მყარი კონსტრუქცია, რომელიც დაცულია ტექნიკური თავსებადობით, ასევე ვიზუალური ერთფეროვნებისგან, რადგანაც შერჩეულ სამეულში კოლონის ბლოკი ე.წ. „ხორკლიანი“ ზედაპირით გვხვდება, რაც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მოსაწყენი ერთგვაროვნება.

