Description
ფილა „ანტიკა“ 6 სმ არის მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და კლასიკური დიზაინით. ,,ანტიკას“ ფილა იდეალურად გამოიყენება ეზოების, ბილიკებისა და სხვადასხვა გარე სივრცეების მოსაწყობად.ფილა „ანტიკა“ მზადდება მტკიცე მასალით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას და მძიმე დატვირთვაზე გამძლეობას. ფილა თავისი სტრუქტურით ინარჩუნებს ფორმას და არ ზიანდება ამინდის ცვლილებების დროსაც.ზომა 20×20 სმ და სისქე 6 სმ ამ ფილას აძლევს სტაბილურობას და პრაქტიკულობას. ფილა „ანტიკა“ ასევე გამოირჩევა ესთეტიკური იერსახით, რაც მას უნივერსალურ არჩევანად აქცევს ნებისმიერი ტიპის პროექტისთვის.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.



