Description
ფილა „კვადრატი“ 8 სმ არის მაღალი გამძლეობის მქონე მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც იდეალურად გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და მძიმე დატვირთვის სივრცეებში. ეს ფილა გამოირჩევა სიმტკიცით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის რესურსით.ფილა „კვადრატი“ დამზადებულია ხარისხიანი მასალით, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას ყოველდღიური ინტენსიური გამოყენების პირობებშიც. ფილა ინარჩუნებს ფორმას და სტაბილურობას სხვადასხვა ამინდის ზემოქმედების დროსაც.ზომა 20×20 სმ და სისქე 8 სმ ამ ფილას აძლევს განსაკუთრებულ გამძლეობას და პრაქტიკულობას. ფილა „კვადრატი“ თავისი მარტივი და სუფთა ფორმით ქმნის მოწესრიგებულ ვიზუალს და იდეალურ არჩევანს წარმოადგენს როგორც ეზოს, ისე ავტოსადგომებისა და ბილიკების მოსაწყობად.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.

