Description
მართკუთხა ფორმის აგურის ფილა, რომლის ზომებია 10×20 სმ და სისქე 6 სმ. ასეთი აგურის ფილა გამოირჩევა გამძლეობით და მაღალი ხარისხით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ეზოს, ისე ბილიკებისა და სხვა გარე სივრცეების მოსაწყობად.ფერის მხრივ, აგურის ფილა წარმოდგენილია მუქი და ღია ტონების კომბინაციით, რაც ქმნის საინტერესო და თანამედროვე ვიზუალურ ეფექტს. ფილის განლაგება შესაძლებელია სხვადასხვა სტილში, მაგალითად „ჰერინგბონის“ ტიპის წყობით, რაც სივრცეს უფრო დინამიკურსა და ესთეტიკურს ხდის. ამ ტიპის აგურის ფილა ასევე გამოირჩევა პრაქტიკულობით — იგი ნაკლებად სრიალებს, ადვილად იწმინდება და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს. ამიტომ აგურის ფილა ხშირად გამოიყენება როგორც ფუნქციური, ისე დეკორატიული გადაწყვეტით გარე დიზაინში.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.


