Description
ფილა „კვადრატი“ 6 სმ არის კომპაქტური და მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და უნივერსალური გამოყენებით. ეს ფილა იდეალურად ერგება როგორც ეზოს, ისე ბილიკებისა და მცირე დეკორატიული სივრცეების მოწყობას.ფილა „კვადრატი“ დამზადებულია მტკიცე მასალით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას და მდგრადობას ყოველდღიური დატვირთვის მიმართ. ფილა ინარჩუნებს ფორმას და სტრუქტურას სხვადასხვა ამინდის პირობებშიც.ზომა 10×10 სმ და სისქე 6 სმ ამ ფილას აძლევს სტაბილურობასა და პრაქტიკულობას. ფილა „კვადრატი“ თავისი ფორმით ქმნის მოწესრიგებულ და თანამედროვე ვიზუალს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის.
ვიბროდაწნეხილი ფილა
ვიბროდაწნეხილი ფილა ჩვეულებრივი ფილისგან წარმოების მეთოდით განსხვავდება; იგი მიიღება ბეტონის მასაზე ერთდოულად ვიბრაციისა და მაღალი წნევის მოქმედებით. მისი უპირატესობებია:
✓ მაღალი სიმტკიცე (მაღალი წნევის შედეგად ბეტონის მასიდან მაქსიმალურად გამოდის ჰაერი და ზედმეტი ტენი, რის შედეგადაც ვიღებთ ძალიან მკვრივ და „გამოჭედილ“ სტრუქტურას, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს);
✓ მაღალი ყინვაგამძლეობა (ვინაიდან მასში თითქმის არ ხვდება წყალი, ძლიერი ყინვისას სინოტივე მას შიგნიდან არ ფხვნის);
✓ გეომეტრიული სიზუსტე (დაპრესვისას ყველა ფილა მკაცრი სიზუსტით მუშავდება, მათი ერგვაროვნება კი საბოლოოდ ამარტივებს დაგების პროცესს და ზედაპირიც გამორჩეულად სწორი და ერთხაზოვანია);
✓ მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურა (ზედაპირის განსაკუთრებული დამუშავების გამო ვიბროდაწნეხილ ფილას გააჩნია მოჭიდების განსაკუთრებული უნარი, შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო სანდოა ყინვიან ამინდსა და ცივი კლიმატის პირობებში);
✓ მდგრადობა ფორმისა და ფერის მიმართ (იგი დიდხანს ინახავს ფორმასა და პიგმენტურ ფერს, რომელიც დამუშავების დროს მთლიან მასაში თანაბრად ნაწილდება და ძლიერი ხახუნის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს).
ვიბროდაწნეხილი ფილის დაგება მიზანშეწონილია ავტომობილით სავალ გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის მოედნებზე, ბენზინგასამართ სადგურებში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ხოლო თუ გსურთ ეზოში ფილა ერთხელ დააგოთ და შემდეგ დაივიწყოთ, ასეთ შემთხვევაშიც არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.


