Description
ბორდიური „მეტრიანი“ არის მტკიცე და ხარისხიანი ბეტონის ელემენტი, რომელიც იდეალურად გამოიყენება ეზოების, გზების, ტროტუარებისა და ლანდშაფტური ზონების მოსაწყობად. მისი 1-მეტრიანი სიგრძე უზრუნველყოფს სწრაფ მონტაჟს და გამძლე კონსტრუქციის შექმნას, ხოლო ზუსტი ფორმა და დახვეწილი დიზაინი სივრცეს სისუფთავესა და წესრიგს ანიჭებს.
ბორდიური და სანიაღვრე
ეზოს, ტროტუარის თუ გზის მოპირკეთებისას მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების სწორად განსაზღვრა. იგი მხოლოდ ვიზუალურ ეფექტურობას კი არ განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს საფარის გამძლეობასა და წყლის ეფექტურ მოცილებას. ჩვენთან დამზადებული ბორდიურები გამოირჩევა:
✓ გამძლეობით (უძლებს ყინვას, ტენიანობასა და მექანიკურ დატვირთვას);
✓ გეომეტრიული სიზუსტით (ბორდიურის სწორი კიდეები ადვილად ინსტალირდება და არ ტოვებს ღრიჭოებს).
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული ფილა ფერის მიხედვით შეესაბამებოდეს ბორდიურს, რაც ასევე გათალისწინებულია ჩვენთან მოსული მომხმარებლებისთვის.
სანიაღვრე არხების მთავარი მიზანია ზედაპირული წყლის სწრაფი მოცილება, რათა თავიდან ავიცილოთ გუბეები და ზედაპირის დაზიანება. ჩვენთან შეძენილი სანიაღვრეები გამოირჩევა
✓ ერთგვაროვნებით (ზედაპირზე არ უნდა იყოს ბზარები, სიცარიელეები, მსხვილი ფორები);
✓ კომპლექტაციით (სანიაღვრე არხს შერჩევისას მოჰყვება საჭირო კომპლექტაცია: საკეტი, კუთხოვანი გადამყვანი, დამხშობი).

