კომპანია „გოთიკა“ წარმოადგენს მულტიფუნქციურ საწარმოს, რომელიც თქვენი კომფორტის გარანტიისთვის, მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და ცდილობს, ბიზნეს პროცესების, პროდუქტისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ტრანსფორმაციას ისე, რომ თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა სამშენებლო სექტორში.
კომპანია დაფუძნდა 2019 წელს, რომელიც დაარსებიდან აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორისაა თურქეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, ექპანეთი, მოლდოვა, იტალია და რუსეთი
კომპანია წარმოებას ახორციელებს ინოვაციური, ევროპული დანადგარბით, რომლის დამსახურებითაც გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად საუფთა და ხანგრძლივი გამძლეობის, ვიბროდაწნეხილი ეზოსა და სკვერის მოსაპირკეთებელი ფილების, ფართო არჩევანს, სასურველი ფერისა და დიზაინის გათვალისწინებით
აგრეთვე ჩვენი საფასადე ბლოკების, კოლონების, ბორდიურებისა და ღობის ქუდების საშუალებით შეგიძლიათ მოიწყოთ მყუდრო გარემო საკუთარ ეზოში
წარმოება ხორციელდება, ჰაიდელბერგის 500 მარკიანი (CEM I 42.5 R) ცემენტით და ჩეხური ბრენდის „PRECHEZA“-ს უმაღლესი ხარისხის პიგმენტებით. პროდუქცია გამოცდილია ლაბორატორიულად და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს
კომპანიის ხედვას კვლავ წარმოადგენს სამშენებლო ბაზარზე პრიდუქციის გაზრდა და გაფართოება, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგრეთვე დასავლურ-აღმოსავლურ ქვეყნებში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
დასაქმებულთა რაოდენობა: 18
სერთიფიკატი: Georgian National Association of Metorologysts and Standardizers №CE-001-10